ფეხბურთი

14:38 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" იანვარში ტრანსფერებს არ გეგმავს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელებს არ დაიმატებს. ამის შესახებ „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა.

არგენტინელი სპეციალისტი მიიჩნევს, იანვარი ტრანსფერებისთვის იდეალური დრო არაა:

„იანვარში ფეხბურთელების შეძენა რთულია, შეხედეთ რა მოხდა წარსულში, როდესაც ტრანსფერები იანვარში განხორციელდა. თუ 100%-ით არ ხარ დარწმუნებული, რომ კონკრეტული ფეხბურთელი გამოგადგება, მაშინ უმჯობესია უარი თქვა. ამას ხშირად არ მოაქვს ეფექტი, თუმცა არა ყოველთვის“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც არ შეუძენია ფეხბურთელი და სამი თვე ისე გავიდა, რომ ერთი ტრანსფერიც არ გაუჩარხავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108089