ფეხბურთი

11:09 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ჯოჯოხეთია და სხვა გზა არ არსებობს" - ესპანური გუნდი ჩემპიონატს ტოვებს

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის (სუგუნდა დივიზიონი) ბინადარი „რეუსი“ ჩემპიონატის დატოვებას აპირებს. მიზეზი სახელფასო დავალიანებაა, რომელიც კლუბს მოთამაშეების მიმართ აქვს.

ფეხბურთელები გაფიცვას მომდევნო ტურში, „კორდობასთან“ მატჩამდე აპირებენ. როგორც კაპიტანი ხესუს ოლმო ამბობს, გუნდმა ფეხურთელებს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

„ჩვენ შეგვიძლია დავარღვიოთ კონტრაქტები და შევწყვიტოთ თამაში, რადგან სიტუაცია უკვე აუტანელია. სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, რადგან თავი ჯოჯოხეთში გვგონია. სიტუაცია 26 ოქტომბერს უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ კლუბმა დაპირება არ შეასრულა. ჩვენი მოთმინება ამოიწურა არაპროფესიონალური ხელმძღვანელობის ქმედების შედეგად, სხვაგვარად ვერ მოვიქცევით“, - ამბობს ოლმო.

„რეუსი“ 17 ტურის შემდეგ 16 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-20 ადგილზე იმყოფება.

თეგებირეუსი
სტატისტიკა
0.303668