ფეხბურთი

23:20 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" ქომაგებს მერვედფინალში "რომასთან" თამაში უნდათ

კატალოონიის „ბარსელონას“ ქომაგებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიურ „რომასთან“ თამაში უნდათ. Mundo Deportivo გამოკითხვას ატარებს, თუ ვის ისურვებდნენ „ბლაუგრანას“ ქომაგების პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მეტოქედ.

გამოკითხვაში 1343-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ნახევარმა, კონკურეტულად 676-მა ადამიანმა (50.34%) ხმა „ჯალოროსის“ მისცა.

დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:

„შალკე“ – 277 ხმა (20.63%), „აიაქსი“ – 125 (9.3%), „ლიონი“ – 123 (9.15%), „ლივერპული“ – 72 (5.37%), „მანჩესტერი“ – 70 (5.21%).

როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ფანებს „რომასთან“ რევანშის აღების სურვილი აქვთ. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „ბარსა“ მეოთხედფინალში სწორედ იტალიურ გუნდთან დამარცხდა. ჯერ შინ 4:1 მოიგო და თითქოს ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, მაგრამ რომში 0:3 წააგო და ტურნირის სენსაციურად გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.

0.119649