ფეხბურთი

23:42 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" დემბელეს ტელეფონით გააკონტროლებს

კატალონიის „ბარსელონასთვის“ უსმან დემბელე დიდი თავსატეხი გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთხელ გამოავლინა უდისციპლინობა, რაც რეჟიმის დარღვევასა და ვარჯიშებზე დაგვიანებაში გამოხატება.

კლუბმა დემბელე 200 ათასი ევროს ოდენობით ერთხელ უკვე დააჯარიმა, მაგრამ ახლა კონტროლის ახალ მეთოდს მიაგნო: ფეხბურთელს მობილური ტელეფონის გამორთვა აუკრძალა.

„ბარსას“ წარმომადგენლები ფრანგს ყოველდილით დაურეკავენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ღამის განამვლობაში ეძინა და რეჟიმი არ დაურღვევია. გარდა ამისა, ამ გზით მიაღწევენ იმას, რომ ფეხბურთელი ვარჯიშზე აღარ დააგვიანებს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის დემბელემ ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

0.125237