ფეხბურთი

20:40 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი პრემიერლიგაში გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავკაცი რაფაელ ბენიტესი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

ნოემბერში „ნიუკასლმა“ სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში გამარჯვება მოიპოვა - „ბორნმუთთან“ (2:1), „უოტფორდთან“ (1:0) და „ბარნლისთან“ (2:1).

ამ დროისთვის „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში 13 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115023