ფეხბურთი

22:40 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

As: ისკო ცალი ფეხით "რეალიდან" წასულია

მადრიდის „რეალს“ ისკო ალარკონი დიდი ალბათობით ზამთარში დატოვებს. As-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი ცალი ფეხით „სამეფო კლუბის“ წევრი უკვე აღარაა.

ესპანელი ფეხბურთელი სანტიაგო სოლარის გეგმებში არ ჯდება და არგენტინელი სპეციალისტი ძალიან იშვიათად, ისიც ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში ენდობა. გარდა ამისა, სიტუაცია იმანაც დაბაძა, რომ ცსკა-სთან მატჩში ისკომ კაპიტნის სამკლავურის გაკეთებაზე უარი საჯაროდ თქვა. ამასთან, „სამეფო კლუბის“ ქომაგებმა ფეხბურთელს დაუსტვინეს და აგრძნობინეს, რომ არც მათთვისაა მნიშვნელოვანი.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი შემტევი. ფავორიტად ორი გუნდი სახელდება - „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116927