ჩოგბურთი

13:51 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

20 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

მარიამმა ინდოეთში 3 მატჩი მოიგო, დღეს კი, პირველ ნომრად განთესილ ჩინელ ჯია-ჯინ ლუს გაეჯიბრა და მსოფლიო რეიტინგში 225-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან 3:6, 2:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ თავად მარიამი კლასიფიკაციაში 348-ეა და ეს, მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, თუმცა, პუნეს ნახევარფინალის მერე, მორიგი წინსვლა განაღდებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111753