ფეხბურთი

9:03 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასპროცენტიანი „ზალცბურგი“ და „აინტრახტი“

წუხელ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშება დამთავრდა. ყველაზე სენსაციური, ალბათ მაინც იტალიური „მილანის“ გავარდნა იყო, რომელმაც ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ წააგო (1:3), F ჯგუფში 10 ქულა მოაგროვა, მაგრამ მაინც დაემშვიდობა ტურნირს.

წლევანდელი შეჯიბრი „ჩააგდო“ შარშანდელმა ფინალისტმა, „მარსელმა.“ ფრანგებმა ექვს მატჩში მხოლოდ 1 ქულის მოგროვება შეძლეს. G ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა ჯანო ანანიძის მოსკოვის ს„სპარტაკი.“

ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ და გერმანულმა „აინტრახტმა“ კი ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, B და H ჯგუფებში ყველა - ექვსივე მატჩი მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103015