ფეხბურთი

21:44 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ბარელათი დაინტერესდა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "კალიარის" ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ შესაძლოა კარიერა "ჩელსიში" გააგრძელოს. როგორც L`Unione Sarda იუწყება, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირება ინგლისურ კლუბს სურს და ტრანსფერის პროცესში ჯანფრანკო ძოლაცაა ჩართული.

ცნობილია რომ "არისტოკრატები" მზად არიან "კალიარის" 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ. ჯერჯერობით იტალიური კლუბის პოზიცია უცნობია. ბარელას სატრანსფერო ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა და ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ნიკოლო "კალიარის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით ბარელამ 90 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ნახევარმცველი გასულ წელს გამოიძახეს, ხოლო დებიუტი მიმდინარე წელს უკრაინასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112504