ფეხბურთი

17:56 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისკომ "რეალის" კაპიტნის სამკლავურზე უარი თქვა

მადრიდის „რეალისა“ და ისკო ალარკონის ურთიერთობა როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. მოსკოვის ცსკა-სთან (0:3) შეხვედრაში ესპანელმა ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

75-ე წუთზე, როდესაც მარსელო შეცვალეს, ბრაზილიელმა მას კაპიტნის სამკლავურის გაკეთება შესთავაზა, მაგრამ ისკომ უარი თქვა. ნამატჩევს, მარსელომ თქვა, რომ არ იცის, ისკო ასე რატომ მოიქცა.

გარდა ამისა, ისკოს „რეალის“ გულშემტკივრებმა დაუსტვინეს და დადასტურდა, რომ ფეხბურთელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აღარ დაედგომება.

ესპანური Marca-ს ცნობით, ისკო „რეალს“ იანვარში დატოვებს. ფეხბურთელით ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111037