ფეხბურთი

16:40 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენი: "პოგბას მოურინიო აფერხებს"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან ერთად პოლ პოგბა შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს.

„ოქროს ბიჭუნას“ თქმით, პოგბა სხვა მწვრთნელის, მაგალითად, კლოპის ან გვარდიოლას თავკაცობით მსოფლიოში გამორჩეული იქნებოდა.

„პოგბა კლოპის ან გვარდიოლას ხელმძღვანელობით რომ თამაშობდეს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. რასაც, ახლა რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. ის სხვა გუნდში დიდ კლასს აჩვენებდა და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ვწუხვარ მის გამო, რაგდან ახლა მაგონებს 16-17 წლის ფეხბურთელს, რომელიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია“, - განუცხადა BT Sport-ს ოუენმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პოგბას „მანჩესტერიდან“ შესაძლო წასვლაზე ხშირად საუბრობენ. ფრანგ ნახევარმცველს ყველაზე აქტიურად „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102288