ფეხბურთი

10:52 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულს ახალი გმირი ჰყავს - ალისონ ბეკერი

ბრაზილიელი მეკარის მიერ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბოლო წუთებზე მოგერიებულმა ბურთმა, ის მერსისაიდელთა ახალ საკულტო ფიგურად აქცია.

„ლივერპულის“ მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღფრთოვანებულია 26 წლის ბრაზილიელით: „რომ მცოდნოდა, ალისონი ასეთი კარგი მეკარე იყო, მასში ორჯერ მეტს გადავიხდიდი. რაც მან „ნაპოლისთან“ გააკეთა, ფანტასტიკის სფეროდანაა.

მაგრამ მარტო ამისათვის არ ვაქებ. ის ძალიან მშვიდია ბურთთან მიმართებაში და ამით, ფსიქოლოგიურად დიდად ეხმარება გუნდს.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა The Guardian-ს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ალისონი „რომასგან“ გასულ ზაფხულს 62,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111751