თამაშგარე

10:27 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰანას გზა მოდელობიდან პორნო-ჟურნალამდე

თამამი ფოტოსესიებით სახელგანთქმული ჩეხი მოდელი, ჰანა სოუკუპოვა საახალწლოდ ახალი ფოტოსესიისთვის ემზადება და ამჯერად მისი ფოტოები არა გლამურულ ანდა ფეშენ-გამოცემაში, არამედ გერმანულ პორნო-ჟურნალში გამოიფინება, რაც რასაკვირველია დამატებითი ინტრიგაა.

ჰანა სოუკუპოვა ყოფილი ტანმოვარჯიშეა და მისი სხეულის ესოდენ ლამაზი და დახვეწილი ფორმები სპორტის ამ დიდებულ სახეობას უნდა მივაწეროთ. ჩეხი მოდელი ახლაც აქტიურადაა დაკავებული სპორტით და ეს ცხადია მის მუდმივად ფორმაში ყოფნას უზრუნველყოფს.

რამდენიმე წლის წინ, ეპატაჟურ მოდელს ავტოავარიაში მიღებული ტრავმის გამო რთული პერიოდი ქონდა და მისი არამხოლოდ სამოდელო კარიერა, ჯანმრთელობაც კი ბეწვზე ეკიდა. თუმცა, როგორც ხედავთ ჰანამ ყველაფერი დაძლია და თავის საყვარელ საქმეს და ფეხაპლაკვას გემრიელად აგრძელებს.

0.153899