სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:30 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" მერვედფინალი შეავსო (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ბოლო მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა - „ლიონი“. ფრანგებმა კიევში სასურველი ქულა მოიპოვეს და პლეი-ოფში 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გააღწიეს.

მოხდა სენსაციაც. მართალია, „რეალისგან“ მიმდინარე სეზონში აღარაფერი გვაკვირვებს, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოსკოვის ცსკა-სთან წაგება მეტისმეტია.

E ჯგუფი

ამსტერდამში, „იოჰან კრუიფის არენაზე“ მშვენიერი მატჩი ვიხილეთ. „აიაქსმა“ და „ბაიერნმა“ გახსნილი სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს, ხოლო ჰოლანდიელებმა დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ ძალზე კარგი გუნდი ჰყავთ. ამ მატჩს ინტრიგაც ახლდა - პირველი ადგილის ბედი ირკვეოდა.

„აიაქსს“ ამისთის გამარჯვება, ხოლო მიუნხელენებს სამი ქულა სჭირდებოდათ. პირველი ტაიმი მიუნხენელთა უპირატესობით წარიმართა და რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშიც გახსნა. პოლონელს დუბლის შესრულება მალევე შეეძლო, მაგრამ ვერ ივარგა ახლო მანძილიდან. ამსტერდამელებმა მეორე ტაიმში მოინდომეს და დუშან ტადიჩის ლიდერობით არათუ გაათანაბრეს, წინაც გავიდნენ. „აიაქსი“ პირველ ადგილთან ძალიან ახლოს 85-ე წუთამდე იყო, მანამ, სანამ ლევანდოვსკიმ პენალტის ნიშნულიდან დუბლი არ შეასრულა და არ გაათანაბრა. თუმცა, ეს დასასრული არ იყო. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ კინგსლი კომანმა „რეკორმდაისტერი“ დააწინაურა, ხოლო „აიაქსი“ ბედ არ შეეგუა და ტალიაფიკომ გაათანაბრა - 3:3.

ყველაფერი ვიხილეთ ამ მატჩში - 6 გოლი, ორი პენალტი, ორი გაძევება და ბევრი ლამაზი ეპიზოდი.

ამ თამაშის ფონზე, ჯგუფის მეორე მატჩი, „ბენფიკა“ - აეკ, რა სახსენებელია. ბერძნებმა მორიგი თამაში წააგეს და ჩემპიონთა ლიგას ხელი დაუქნიეს.

საბოლოოდ, „ბაიერნს“ პირველი, „აიაქსს“ მეორე, „ბენფიკას“ მესამე, ხოლო აეკ-ს მეოთხე ადგილი ერგო.

„აიაქსი“ – „ბაიერნი“ 3:3 (0:1) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 53 288

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ვიობერი, ტალიაფიკო; დე იონგი, ბლინდი, ვან დე ბეკი (დოლბერგი 78); ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში (ჰუნტელაარი 89)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ზულე, ალაბა; კიმიხი, გორეცკა (რენატო სანჩესი 89); გნაბრი (ტიაგო ალკანტარა 62), მიულერი, რიბერი (კომანი 71); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (13), 1:1 ტადიჩი (61), 2:1 ტადიჩი (82, პენ), 2:2 ლევანდოვსკი (87, პენ), 2:3 კომანი (90), 3:3 ტალიაფიკო (90)

გაფრთხილება: დე ლიხტი (40), ბლინდი (63), ტალიაფიკო (90) - კიმიხი (28), რაფინია (37)

გაძევება: ვიობერი (67) - მიულერი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 11 (8) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი

„ბენფიკა“ - აეკ 1:0 (0:0)

ლისაბონი, „და ლუჟი“

მაყურებელი: 33 633

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, ჟარდელი, გრიმალდო; პიცი (სერვი 59), სემედუ, გედსონი; რაფა სილვა (ჟივკოვიჩი 35), სეფეროვიჩი, ფელიქსი (კასტილიო 77)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

აეკ (4-3-3): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ, ჩიგრინსკი, ჰულტი; იალანოპულოსი, კოშიჩი, მორანი (გალო 77); კლონარიდისი (იანიოტასი 61), პონსე, ბოიე (მანტალოსი 68)

მწვრთნელი: მარინოსი უზუნიდისი

გოლი: 1:0 გრიმალდო (88)

გაფრთხილება: რუბენ დიაში (37) - ჰულტი (73), იალანოპულოსი (82, 87)

გაძევება: იალანოპულოსი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 3 (0) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 13:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

F ჯგუფი

ზინსჰეიმის „ჰოფენჰაიმმა“ ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გათამაშებას მოუგებლად დაემშვიდობა. იბრძოლა მანჩესტერშიც, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა და „სიტიმ“ მოიგო. არადა, თავიდან „სოფლელები“ ანდრეი კრამარიჩმა დააწინაურა, მაგრამ გერმანელთა იმედებს ცივი წყალი გერმანელმა ლეროი სანემ დუბლით გადაასხა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბოლო მერვედფინალისტი ირკვეოდა. კიევში, თოვლსა და ყინვაში „ლიონს“ ასეთი ამოცანა ჰქონდა - არ უნდა წაეგო. თავის მხრივ, „შახტარს“ მოგება გაიყვანდა პლეი-ოფში.

ჟუნიორ მორაეშის გოლით დონბასელები ტაიმის შუაწელს დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ 65-ე წუთზე ნაბილ ფეკირის ლამაზმა გოლმა მერვედფინალის საგზური ფრანგულ გუნდს მოუტანა. „შახტარს“ კი, რომლის რიგებშიც დავით ხოჭოლავამ პირველი ტაიმი ითამაშა, ევროპა ლიგით მოუწევს თავის ნუგეში.

„სიტი“ პირველია, „ლიონი“ მეორე, „შახტარი“ მესამე და „ჰოფენჰაიმი“ მეოთხე.

„მანჩესტერ სიტი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:1 (1:1) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 50 411

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; სტოუნსი (უოლკერი 46), ოტამენდი, ლაპორტე, ზინჩენკო (დელფი 64); ბერნარდო სილვა (კომპანი 85), გუნდოგანი, ფოდენი; სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ბრენეტი (ნელსონი 46(, ნუჰუ, ჰუბნერი; კადერაბეკი, გრილიტში, გეიგერი (ამირი 63), ბიტენკურტი (ბელფოდილი 70), შულცი; კრამარიჩი, ჟოელინტონი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 კრამარიჩი (16, პენ), 1:1 სანე (45), 2:1 სანე (61)

გაფრთხილება: გრილიტში (64), ჟოელინტონი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 10 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)

„შახტარი“ – „ლიონი“ 1:1 (1:0) VIDEO

კიევი, „ოლიმპიური სტადიონი“

მაყურებელი: 38 916

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, ხოჭოლავა (ბუტკო 46), კრივცოვი, ისმაილი; სტეპანენკო, მაიკონი; მარლოსი (ბოლბატი 87), კოვალენკო (კაიოდე 83), ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: პაულო ფონსეკა

„ლიონი“ (3-4-1-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; ტეტე, ტუსარტი, ოუარი, მენდი; ფეკირი (დუბუა 89); ტრაორე (ნდომბელე 72), დეპაი (დემბელე 80)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

გოლები: 1:0 ჟუნიორ მორაეში (22), 1:1 ფეკირი (65)

გაფრთხილება: ბოლბატი (87) - მარსალი (8), ფეკირი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 13 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

G ჯგუფი

მეორე ტურში მადრიდის „რეალი“ მოსკოვში ცსკა-სთან დამარცხდა და ვინ იფიქრებდა, რომ მოსკოველებთან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილი ელოდა. სანტიაგო სოლარიმ შემადგენლობა გადაახალისა, მაგრამ არც ისე, რომ ცსკა-სთან 0:3 მარცხის საბაბად გამოდგეს. ასეთი უსუსური „სამეფო კლუბი“ დიდი ხანია არავის უნახავს. რუსულმა გუნდმა კი, ისტორია დაწერა - როგორია, მადრიდში ასეთი ხმაურიანი გამარჯვება?! ისე, ცსკა-მ, რომელმაც „რეალთან“ 6 ქულა დააგროვა, ჯგუფში მაინც ბოლო ადგილი დაიკავა და ევროსარბიელს დაემშვიდობა.

ეს იმიტომ, რომ პარალელურად, უმოტივაციო „რომა“ „პლზენთან“ 1:2 დამარცხდა. ჩეხებსა და რუსებს თანაბარი, 7-7 ქულა დაუგროვდათ, მაგრამ ჩეხეთის ჩემპიონი ურთიერთშეხვედრებში ფლობდა უპირატესობას და ევროპა ლიგის საგზური ერგო.

„რეალი“ პირველია, „რომა“ მეორე, „პლზენი“ მესამე და ცსკა მეოთხე.

„რეალი“ - ცსკა 0:3 (0:2) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 51 636

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ოდრიოზოლა, ვალიეხო, სანჩესი, მარსელო (კარვახალი 74); ისკო, ლორენტე (კროოსი 58), ვალვერდე; ასენსიო, ბენზემა (ბეილი 46), ვინისიუსი

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ფერნანდესი, ნაბაბკინი, ბეკაო, მაგნუსონი, შჩენიკოვი; ვლაშიჩი, ბისტროვიჩი, ობლიაკოვი; ჩალოვი (აბელ ერნანდესი 84), სიგურდსონი

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: 0:1 ჩალოვი (37), 0:2 შჩენიკოვი (43), 0:3 სიგურდსონი (73)

გაფრთხილება: შჩენიკოვი (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 12 (6) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები:8:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

„პლზენი“ – „რომა“ 2:1 (0:0) VIDEO

პლზენი, „დუსან არენა“

მაყურებელი: 11 217

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; ჰაველი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროსოვსკი; კოპიჩი (პეტრჟელა 71), ჩერმაკი (ჰორავა 82), კოვარიკი; ჩორი (რეჟნიჩეკი 87)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

„რომა“ (4-2-3-1): მირანტე; სანტონი (ფლორენცი 75), მარკანო, მანოლასი, კოლაროვი; კრისტანტე, ნზონზი (პელეგრინი 80); ჯენგიზ იუნდერი, პასტორე (ძანიოლო 59), კლუივერტი; შიკი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 კოვარიკი (62), 1:1 ჯენგიზ იუნდერი (68), 2:1 ჩორი (72)

გაფრთხილება: ლიმბერსკი (22) - კლუივერტი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

H ჯგუფი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წელს საგარეო მატჩი პირველად წააგო. არც ჩემპიონთა ლიგაზე, არც სერია A-ში „იუვეს“ ამ წელს სტუმრად არ წაეგო (მათ შორის, „ოლდ ტრაფორდზე“, „უემბლიზე“, სან სიროზე“, „მესტალიაზე“, სანტიაგო ბერნაბეუზე“), მაგრამ წააგო ბერნში, „იანგ ბოიზთან“. გიომ ოაროს დუბლით შვეიცარიის ჩემპიონმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში პირველი. „იუვემ“ ბევრი საგოლე მომენტი გაატანა ქარს, ბოლო წუთზე პაულო დიბალას ფანტასტიკური სილამაზის გოლი გააუქმეს, ხოლო იქამდე, იმავე დიბალამ ერთი ბურთი გაქვითა ასევე მოხდენილი დარტყმით. თუმა, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მიუხედავად წაგებისა, „იუვენტუსი“ პირველ ადგილზე გავიდა, რადგან პარალელურად „მანჩესტერიც“ დამარცხდა ვალენსიაში. „მესტალიაზე“ კარლოს სოლერის გოლსა და ფილ ჯონსის კურიოზულ ავტოგოლს, მარკუს რაშფორდმა გვიან უპასუხა.

„იუვენტუსი“ პირველია, „მანჩესტერი“ მეორე, „ვალენსია“ მესამე და „იანგ ბოიზი“ მეოთხე.

„ვალენსია“ – „მანჩესტერი“ 2:1 (1:0) VIDEO

ვალენსია, „მესტალია“

მაყურებელი: 36 544

„ვალენსია“ (4-4-2): დომენეკი; პიჩინი, ვეზო, დიახაბი, ლატო (გარაი 51); სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი (ტორესი 66); სანტი მინა (როდრიგო 68), ბატშუაი

მწვრთნელი: მარსელინო

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): რომერო; ვალენსია, ჯონსი, ბაილი, როხო (იანგი 46); ფელაინი, პოგბა; პერეირა, მატა, ფრედი (რაშფორდი 57); ლუკაკუ (ლინგარდი 69)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 სოლერი (17), 2:0 ჯონსი (17, პენ), 2:1 რაშფორდი (87)

გაფრთხილება: ლატო (29) - ვალენსია (11), ბაილი (30), რაშფორდი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: გეორგი კაბაკოვი (ბულგარეთი)

„იანგ ბოიზი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0) VIDEO

ბერნი, „სტად ვანკდორფი“

მაყურებელი: 30 114

„იანგ ბოიზი“ (4-3-3): ვოლფლი; მბაბუ, კამარა, ბენიტო, გარსია; სოუ (ვუეთრიხი 90), ლაუპერი, ებიშერი; ნბამალეუ (შიკი 85), ოარო, ფასნახტი (ბერტონე 80)

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 23), ბონუჩი, რუგანი, დე შილიო (დიბალა 72); ბერნარდესკი, ბენტანკური, პიანიჩი (მერე ჯანი 65), დუგლას კოშტა; მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ოარო (30, პენ), 2:0 ოარო (68), 2:1 დიბალა (80)

გაფრთხილება: კამარა (62), გარსია (72), ვოლფლი (83) - ბერნარდესკი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 20 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:11 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.495937
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X