ფეხბურთი

23:42 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მილიკი: "სავარძლიდან საუბარი ადვილია!"

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებმაც „ლივერპულთან“ განიავებული მომენტის შემდეგ გააკრიკიტეს. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, სავარძლიდან საუბარი ადვილია და მოედანზე, ყოფნა რთული.

„ეს იყო სიტუაცია, როდესაც ფიქრის დრო არაა, უნდა მიიღო გადაწყვეტილებაინსტიქტურად დაარტყა. ალისონმა სივრცე შემიზღუდა და ვერ შევძელი გოლის გატანა.

არ ვიცი შეიძლება თუ არა, შეცდომაზე საუბარი. გააჩნია საიდან ხედავ მომენტს - მოედნიდან თუ სახლში სავარძლიდან. მეტოქე ახლოს იყო და ინსტიქტურად ვიმოქმედე. ახლა კი, მომავალზე უნდა ვიფიქროთ, სერია A-სა და ევროპა ლიგის მატჩებზე.

ნათელია, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მსურს, მაგრამ მე ძლიერ გუნდში ვთამაშობ, სადაც კონკურენციაა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ ფიზიკურად და მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა მილიკმა.

შეგახსენებთ, რომ მილიკმა „ლივერპულთან“ მატჩის 92-ე წუთზე ალისონს ერთი-ერთზე ვერ აჯობა. არადა, პოლონელ ფორვარდს რომ გაეტანა, „ნაპოლი“ ჯგუფიდან გავიდოდა, ახლა კი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ნაცვლად ევროპა ლიგაზე მოუწევს თამაში.

Loading...
სტატისტიკა
0.220431