სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:13 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა, პლეი-ოფი: "სამტრედია" მარცხს ბოლოსკენ გადაურჩა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩი ქუთაისში შედგა, სადაც „სამტრედია“ „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ორი განსხვავებული ტაიმით - ჯერ „სამტრედია“ იყო უკეთესი, მერე „ვიტ ჯორჯია“.

გიორგი დარასელიას გუნდმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. იმერლები სასურველ ანგარიშს 58-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. იქამდე, სანამ მასპინძელთა მცველები უხეშად არ შეცდნენ და მაისურაძემ საჩუქარი შეირგო. ზუსტად 10 წუთში „ვი ჯორჯია“ იგებდა - კუთხური ჩააწოდეს სტუმრებმა და ცენტრალურმა მცველმა გეთიაშვილმა კარში ზუსტად დაარტყა.

დარჩენილ დროში „ვიტელებს“ არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მომენტები ქარს გაატანეს. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა, რამდენჯერმე მეკარემ ივარგა, ზოგჯერ კი შემტევბამ ითამაშეს უნიათოდ. მოკლედ, „ვიტ ჯორჯიამ“ გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ გამოუყენებელი მომენტების გამო დაისაჯა - მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე ჯაბა ლიპარტიას კუთხურს გოლი მოჰყვა. თავიდან შეროზიამ რთული ბურთი აიღო, მაგრამ დამატებაზე ფანცულაიამ ივარგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე, „სიონმა“ „გაგრა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. ორივე სააპასუხო შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება.

„სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:2 (1:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„სამტრედია“ (5-2-3): კუპატაძე; ენდელაძე, გურული, ჯგერენაია, გოგიაშვილი, ფატიჩი; ლიპარტია, კერძევაძე; ტუღუში (მაქაცარია 76), ფანცულაია, გორელიშვილი (ერისთავი 63)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

„ვიტ ჯორჯია“ (3-4-1-2): შეროზია; ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე; კიკნაველიძე, ვასაძე, ვეკუა (მაისურაძე 53), საჯაია; დავლაშელიძე (მოსიაშვილი 66); ღუდუშაური, ღირდალაძე (მუსელიანი 78)

მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

გოლები: 1:0 ფანცულაია (22), 1:1 მაისურაძე (58), 1:2 გეთიაშვილი (69), 2:2 ფანცულაია (90)

გაფრთხილება: ტუღუში (72), ენდელაძე (83) - მაისურაძე (67), ვასაძე (74)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114157
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X