ფეხბურთი

18:14 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირას და განახლებული ფორმატით - უეფა ცვლილებებზე ფიქრობს

ჩემპიონთა ლიგის მატჩები შესაძლოა სამშაბათ-ოთშაბათის ნაცვლად, შაბათ-კვირას გაიმართოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი ახალ ფორმატზე ფიქრობს და კონსულტაციების გავლას ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან აპირებს.

ცვლილების მიზეზი შემოსავლის გაზრდა იქნება და უეფაში ფიქრობენ, რომ უიქ-ენდზე უფრო მეტი გულშემატკივრის მოზიდვას შეძლებენ და სატელევიზიო უფლებებიც უფრო ადვილად გაიყიდება.

გერმანული მედიიც ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, ოღონდ ოთხ ქვეჯგუფში რვა-რვა გუნდი მოხვდება და ჯგუფურ ეტაპზე 14 ტური გაიმართება.

თუ ეს ცვლილება დამტკიცდა, ტოპ ჩემპიონატებში შესაძლოა გუნდების რაოდენობაც შემცირდეს (ამჟამად 20-გუდნიანია ლა ლიგა, სერია A, პრემილიერლიგა) და რამდენიმე ტური შუა კვირაში ჩატარდება. ამ დროისთვის არ ხმაურდება როდისთვისაა დაგეგმილი ცვლილება, რადგან ეს საკითხი ჯერაც განხილვის პროცესშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114969