ფეხბურთი

16:53 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" პოგბასთვის 80 მილიონი გაამზადა

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. Tuttosport-ის ვერსიით, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობა მზადაა ფრანგი ფეხბურთელი იანვარშივე დაიბრუნოს და ამისთვის 80 მილიონი ევროს გაღებასაც აპირებს.

აღსანიშნავია, რომ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაშიც ვეღარ ხვდება.

„იუვენტუსის“ გარდა პოგბას დამატებით „ბარსელონაცაა“ დაინტერესებული, თუმცა, იტალიური მედია ფავორიტად ტურინულ გრანდს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში უკვე თამაშობდა და სწორედ იქედან გადავიდა „მანჩესტერში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110395