თამაშგარე

11:16 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანიელა ოსპინას თანმდევი ფეხბურთი

კოლუმბიელ მოდელს დანიელა ოსპინას შეუძებელია ფეხბურთი არ აინტერესებდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია და აღნიშნული ადამიანი სულაც არაა აუცილებელი ასეთ დროს თავად იყოს ფეხბურთელი ან მწვრთნელი.

დანიელა ოსპინას ქმარი მრავლისმქმნელი კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესია, რომელთანაც საკმაოდ მყარი ოჯახი აქვს და მიუხედავად ჭორმრავლობისა, საბოლოოდ მაინც მოხერხდა ისე, რომ ხამესმა ქალებში ნავარდს ოჯახური ცხოვრება არჩია, რაც ლათინოამერიკელი ჯეელისთვის ცოტა უცნაურიც კია.

დანელას ძმა კი ამჟამად იტალიური “ნაპოლის“ კარში ჩაყუდებული ცნობილი გოლკიპერი დავიდ ოსპინაა, რომელმაც გუშინ გავეშებულ “ლივერპულთან“ ბევრს ეცადა, თუმცა მაინც გაუშვა გოლი და ეს ყველაფერი საბოლოოდ ნეპოლიტანელთა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნად დაჯდა. ასეთ დროს განა შეუძლებელი არაა, რომ დანიელა ოსპინას ფეხბურთი არ აინტერესებდეს?...

0.114987