ფეხბურთი

20:52 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სილვა სამი კვირა იუქმებს

მანჩესტერ "სიტის" ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა მოედანზე სამი კვირა ვერ გავა, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სილვას კუნთის ტრავმა აწუხებს.

"სიტის" უახლოესი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ უწევს, სადაც სილვა გუნდს ვერ დაეხმარება. მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად სილვამ 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც რვა გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116965