ჭადრაკი

21:47 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა სწრაფ ჭადრაკში იყოჩაღა

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დასრულდა საჭადრაკო დაპირისპირება პოლონეთისა და მსოფლიოს ნაკრებთა შორის, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას მემორიალის ეგიდით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ნაკრების ღირსებას ქართველი ლელა ჯავახიშვილიც (2464) იცავდა, მისი თანაგუნდელები კი გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი (2487), ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2408), ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2470) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2494) იყვნენ.
პოლონელთა მაისურით იოლანტა ზავადსკა (2423), კლაუდია კულონი (2333), კარინა შჩეპკოვსკა (2408), მონიკა სოცკო (2458) და ანა ვარაკომსკა (2233) თამაშობდნენ.
მეტოქეებმა თავდაპირველად ერთ წრედ კლასიკური პარტიები მოილიეს, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა: შეხვედრა 5:5 დასრულდა. შემდეგ ჯერ ე.წ. ბასკურ ჭადრაკზე მიდგა, როდესაც 2 პარტია ერთდროულად მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში მსოფლიოს ნაკრებმა 30.5:20.5 მოიგო.
ვროცლავში მიმდინარე დაპირისპირების ბოლო ეტაპი სწრაფ ჭადრაკს დაეთმო. მონაწილეებს 10-10 პარტიის ჩატარება მოუხდათ და გამარჯვება ამჯერადაც მსოფლიოს ნაკრებს დარჩა – 31:19.
ჯავახიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და 6.5 ქულით ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-2 შედეგი აჩვენა. ლელამ ვარაკომსკა და კულონი ორჯერვე დაამარცხა, სოცკოსთან მოგებები გაცვალა, ზავადასკასთან ორივე პარტია ყაიმით დაასრულა, შჩეპკოვსკასთან კი მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106123