ფეხბურთი

16:57 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: პლეი-ოფის პირველი დღე მასპინძლებისაა

საქართველოს ჩემპიონატში სტარტი აიღო საპლეი-ოფო სისტემამ. ეროვნულ ლიგა 2-ის დარჩენა-არდარჩენის სკაითხი ორ მატჩში ირკვევა.

„ცხინვალი“, რომელიც პლეი-ოფში სასწაულებრივ მოხვდა, ეროვნული ლიგა 3-ის მეორე ადგილოსან „ბახმაროს“ დაუპირისპირდა და პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - 2:1.

მასპინძლებმა გიორგი კიკნაძის დუბლით მოახერხეს პირველივე ტაიმში წინ გასვლა და სასურველი შედეგი შეინარჩუნეს. თუმცა, „ბახმარომ“ მეორე ნახევარში ერთი გოლი გაქვითა და საპასუხო შეხვედრის წინ შანსი ისევ დაიტოვა. თავი, გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

რაც შეეხება მეორე მატჩს - ლანჩხუთის „გურიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ კარლო ჯიქიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მოკლედ, ორივე წყვილში ინტრიგა ცოცხალია.

საპასუხო მატჩები კი 14 დეკემბერს გაიმართება.

„ცხინვალი“ – „ბახმარო“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კიკნაძე (9), 2:0 კიკნაძე (42), 2:1 კვერენჩხილაძე (80)

„გურია“ – „სამგურალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჯიქიძე (26)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117485