თამაშგარე

10:23 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხათუნა ქვრივიშვილის ახალი ჰოლივუდური პერსპექტივვები

ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ქვრივიშვილი, რომელსაც დღეს ყველა ხათუნა ლორიგად იცნობს, როგორც იცით წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქეა და აქტიურადაა ჩართული ამერიკის არამხოლოდ სპორტულ, არამედ შოუ-ბიზნესის ამბებშიც.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ხათუნა ქვრივიშვილმა მშვილდოსნობაში პირადად მოამზადა ჰოლივუდური ცნობილი ტრილოგიის - “შიმშილის თამაშების“ მთავარი გმირის, კაჭკაჭჯაფარას როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი, რომელმაც სახელი სწორედ ამ როლის შესრულების შემდეგ გაითქვა.

ხათუნამ ასევე მონაწილეობა მიიღო საკმაოდ თამამ ფოტოსესიებში და პირველი ქართველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ამ ტიპის ფოტოგადაღებებში სცადა ბედი. ახლა ჰოლივუდში ხმა დაირხა, შესაძლოა “სიკვდილის თამაშების“ ახალი წიგნებიც გამოვიდეს და შესაბამისად ახალი სერიებიც გადაიღონო და თუკი ასე მოხდა, ქართველი მშვილდოსნის სამწვრთნელო ნიჭს მთელი მსოფლიო უკეთ გაიგებს.

0.115577