ფეხბურთი

9:45 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ პოგბას იანვარში არ გაყიდის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის, პოლ პოგბას გაყიდვას არ აპირებს, გვამცნობს ESPN. ბოლო დროს მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს პოგბა უკვე მოურიგდა ყოფილ კლუბს, ტურინის „იუვენტუსს“ და მალე იტალიაში გადაბარგდებაო.

ისიც ყველამ იცის, რომ ფრანგი „ეშმაკუნების“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან წაჩხუბებულია. პორტუგალიემა სპეციალისტმა ის საჯაროდ გააკრიტიკა და ვიცე-კაპიტნის სტატუსიც ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, კლუბი პოგბას გაშვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

0.118344