ფეხბურთი

9:04 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ვილიარეალს“ გარსია პლასა გაწვრთნის

„ვილიარეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის გარსია პლასა დანიშნა. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი, გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.

46 წლის სპეციალისტმა ხავიერ კალიეხა ჩაანაცვლა, რომელიც გუნდიდან რამდენიმე დღის წინათ დაითხოვეს.

პლასა 2005/06 წლების სეზონში „ვილიარეალის“ მეორე გუნდის დამრიგებელი გახლდათ. ასევე უმუშავია „ლევანტეში,“ „ხეტაფეში,“ „ელჩესა“ და „ბენიდორმში. ბოლო სამუშაო ადგილი კი ჩინური „ბეიცზინი“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132231