ფეხბურთი

22:10 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანის სიმბოლური ნაკრები

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავისი გემოვნებით სიმბოლური ნაკრები შეადგინა. „ზიზუმ“ 11 ფეხბურთელის გარდა, სათადარიგო სკამიც დააკომპლექტა.

საინტერესოა, რომ ზიდანის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მისი შეგირდი იყო „სამეფო კლუბში“. ზიდანმა სიმბოლური ნაკრები ჩინური გამოცემა Zhibo8-ისთვის შეადგინა:

მეკარე: ფაბიენ ბარტეზი

მცველები: კაფუ, ლორან ბლანი, სერხიო რამოსი, მარსელო

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, რონალდო (ფენომენი), ნეიმარი

სათადარიგო შემადგენლობა: რობერტო კარლოსი, პაოლო მალდინი, კლოდ მაკელელე, კარლოს მოზერი, კარლჰაინც ფიორსტერი, დანი ალვეში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102812