ფეხბურთი

13:42 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: "მესის "ოქროს ბურთში" ფლორენტინო პერესი ეცილება"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირდაპირი გამონათქვამებით გამოირჩევა და ახლა „ოქროს ბურთზეც“ გააკეთა კომენტარი. შვედი მიიჩნევს, რომ ლუკა მოდრიჩის გამარჯვება, ისევე, როგორც წინა წლებში კრიშტიანუ რონალდუს, რეალურად ფლორენტინო პერესის დამსახურებაა.

შვედის აზრით, ლიონელ მესის პრესტიჟულ ჯილდოში სწორედ „რეალის“ პრეზიდენტი ეცილება და არა რომელიმე ფეხბურთელი, მათ შორის, რონალდუ.

„ჩვენ უკვე ვიცით, ვინ ებრძოდა მესის „ოქროს ბურთისთვის“ და ეს არ იყო რონალდუ. ლიონელ მესი და ფლორენტინო პერესი იბრძვიან ამ ჯილდოსთვის“, - განუცხადა იბრამ Fox Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ლუკა მოდრიჩმა „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107713