ფეხბურთი

12:57 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი "ინტერთან" ახლოსაა

მესუთ იოზილის ლონდონური თავგადასავალი, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. The Sun-ის ინფორმაციით, „არსენალი“ და მილანის „ინტერი“ უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერზე და 30 წლის ფეხბურთელი იანვრიდან იტალიაში გადაბარგდება.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ გერმანელს უნაი ემერისთან კონფლიქტი აქვს და ამის გამო გუნდის დატოვება უნდა. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, კონტრაქტი უკვე მზადაა.

შეგახსენებთ, რომ იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში გერმანელმა შემტევმა პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126064