ბლოგი

12:03 | 10.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვო, სან მარინო და აფხაზების იმედი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ უეფას თავის რიგებში არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები. ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოდგება კოსოვო, რადგან ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მსოფლიოს ბევრმა დიდმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს აფხაზებს როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი გაუნდათ. არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება.

სან-მარინოს ამავე სახელწოდების კლუბი იტალიის სერია “ც“-ში გამოდის და სხვა.. ანუ ეს ტენდენცია მეტყველებს იმაზე, რომ უეფა ეწინააღმდეგება პატარა ქვეყნების ეროვნული გუნდების სხვა ქვეყნის ნაკრებებთან გაერთიანებას, მაგრამ სამაგიეროდ “მწვანე შუქს უნთებს“ პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს იმაში, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში.

მართალია, ჩვენს მიერ ხსენებული მონაკო, ლუქსემბურგი, ან სან-მარინო იგივე აფხაზეთისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ სეპარატისტულ, არაღიარებულ და კრიმინალური ანკლავის მიერ შექმნილ ქვეყნებს, მაგრამ საკუთრივ ის პრეცენდენტი, რომ ევროპის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოების კლუბები მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობენ, ბევრ არაღიარებულ ქვეყნებს უსახავს არცთუ მთლად უსაფუძვლო იმედებს, რომ მომავალში აფხაზეთის ერთი გუნდი მაინც ჩაერთვება რუსეთის თუნდაც მეორე ან მესამე საფეხბურთო ლიგაში.

რუსული ფეხბურთი დღეს ასეთუისე ვითარდება და ეს არც საქართველოსათვისაა ცუდი, რადგან რუსეთში ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. საკითხავი ისაა, თუ რუსული ფეხბურთი რას მისცემს აფხაზებს. ალბათ, არაფერს. მიზეზი მარტივია, აფხაზეთის კლუბებს რუსები შეიყვანენ სადღაც მესამე, მეოთხე ლიგაში და იქიდან წარმატებების მიღწევა, თითქმის შეუძლებელი იქნება.

ფაქტია, რომ აფხაზებისთვის სულ სხვა საქმეა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის გუნდებს ყოველთვის ექნებათ წარმატებისა და თუნდაც, ჩემპიონობის შანსი. ევროტურნირებზე გასვლაც შეეძლებათ ამ გზით და აშკარად უფრო კარგად წარმოჩინდება აფხაზეთის კლუბების შესაძლებლობები.

აფხაზეთის არაღიარებული ფეხბურთის ფედერაცია, უეფასა და ფიფაში ყოველწლიურად რამდენიმე თხოვნის წერილს აგზავნის, სადაც განმარტებულია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათი ფეხბურთის ფედერაცია ცალკე სუბიექტად აღიარებას იმსახურებს. თუმცა, მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები აფხაზების წერილებს კვლავ დუმილით პასუხობენ. თუმცა, არავინ იცის სანამდე გაგრძელდება ეს დუმილი...

0.117615