კალათბურთი

22:25 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია – 17, ჯენინგი – 8

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში მე-9 გამარჯვება იზეიმა და მადრიდის “რეალთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, პირველ პოზიციაზე კი “ბარსელონა” იმყოფება.

დღეს, ბასკურმა კლუბმა ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბრეოგანს” უმასპინძლა და წარმატების მიღწევა არ გასჭირვებია – 100:78, საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.
შენგელიამ მოედანზე 25:28 წუთი გაატარა და 17 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა მხრიდან მხოლოდ ილიმანე დიოპს (25) ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 20 ქულა და 5 მოხსნა იყო.
რაც შეეხება ჯენინგს, მან 25:59 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
“ბასკონია” მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს, სტუმრად, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფესთან” ჩაატარებს, რომელიც დღეს “ბარსელონას” ესტუმრება.

0.11174