ფეხბურთი

17:58 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ლამაზი და გამარჯვების გოლი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ სტუმრად „ვენდსისელი“ დაამარცხა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 44-ე წუთზე გავიდა და რომელიც ლობჟანიძემ ჩაიწერა აქტივში.

ქართველმა შემტევმა თანაგუნდელისგან ჩინებული პასი მიიღო (თვითონაც კარგად გაიხსნა), მეკარესთან პირისპირ დარჩენილს კი, შესრულება არ გასჭირვებია - თავზე მოხდენილად გაუდაუგდო ბურთი. ლამაზი გოლი გამოვიდა, თანაც 3 ქულის მომტანი.

23 წლის ლობჟანიძეს სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს მისი მეოთხე გოლი გამოდგა. „რანდერსმა“ კი, ამ გამარჯვებით 25 ქულას მოუყარა თავი და 19 ტურის შემდეგ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114709