ფეხბურთი

21:33 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პოგბას სხვებისნაირი მენტალიტეტი არ აქვს და ამიტომაცაა სკამზე"

ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის, როგორც ჩანს მშვიდობა არ დაისადგურებს. ბოლო სამი მატჩია ფრანგი „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო გუშინ, „ფულჰემთან“ საერთოდ ცვლილებაზეც არ უთამაშია.

პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდს მენტალიტეტს უწუნებს და ამბობს, რომ პოგბა სხვების მსგავსი მენტალიტეტით არ თამაშობს.

„პოგბამ უნდა აჩვენოს იგივე ვალდებულება, რაც მთელ გუნდს აქვს. უნდა ითამაშოს იგივე მენტალიტეტით, რომელიც სხვებს გააჩნიათ. „ვალენსიასთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება და შეეძლება თავისი ყველა ხარისხის ჩვენება“, - თქვა მოურინიომ.

ხსენებული ვითარების ფონზე Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსი“ აპირებს გააქტიურებას და პოგბას ტურინში დაბრუნებას იანვარში იჯარის წესით ეცდება.

0.125286