ფეხბურთი

3:10 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომაელთა დრამა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტური ჯერ კიდევ პარასკევს, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩით დაიწყო. შაბათს კი, მორიგი სამი შეხვედრა გაიმართა მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.

„იუვენტუსის“ მდევარმა „ნაპოლიმ“ მოიგო და ჩამორჩენა ისევ რვა ქულამდე შეამცირა. კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მაგრამ ეს პრობლემა არ ყოფილა, რადგან მეტოქე ამის საშუალებას აძლევდა. „ფროზინონეს“ ნეაპოლიტანელები მართლაც ადვილად გაუმკლავდნენ და თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს. მოკლედ, „ნაპოლი“ „იუვეს“ 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ინტერს“ 6 ქულით უსწრებს.

გაცილებით დაძაბული გამოდგა რომაული გუნდების მიერ ჩატარებული მატჩები. „რომა“ ბოლო პერიოდში საკუთარ თავს აღარ ჰგავს და ქულებს ანიავებს. „კალიარისთან“ სარდიანიაზე გამარჯვება ძნელია, მაგრამ „ჯალოროსის“ სხვა გზა მოჭრილი ჰქონდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბიჭებმა ჩინებულად დაიწყეს და საერთოდაც, პირველ ტაიმში მეტოქე დაჯაბნეს. ეს შედეგშიც აისახა - ბრაიან კრისტანტემ და ალექსანდრ კოლაროვმა ორჯერ დაამწუხრეს კუნძულელები. 84-ე წუთამდე ეს ანგარიში შენარჩუნდა. არაფერი მოასწავებდა იმ სცენარს, რომელიც მატჩის ბოლო 10 წუთში განვითარდა. არტურ იონიტამ შეამცირა სხვაპბა და მერე მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა. თუმცა, ამ 5 წუთში „კალიარის“ ორი ფეხბურთელი გაუძევა და „რომა“ მოედანზე 2 ფეხბურთელით აღემატებოდა მეტოქეს... მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე კი რომაელთა დაცვას ჩაეძინა, ვეტერანი მირკო საუ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. შედეგად, ფრე, 2:2. „კალიარიმ“ „რომას“ ბოლო 10 წუთში შემოუტრიალა თამაში და მეორე გოლი მაშინნ გაიტანა, როდესაც მოედანზე 9 კაცის შემადგენლობით იყო. სხვათა შორის, საუს გოლის მერე დი ფრანჩესკო გამოჩნდა და იღიმოდა. თუმცა, ეს სიმწრის ღიმილი იყო. იტალიელი სპეციალისტი პრაქტიკულად ჩემოდნებზე ზის და როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტი ჯეიმს პალოტამ სარდინიაზე მომხდარმა ძალიან გააბრაზა. ამასობაში „რომას“ 21 ქულა აქვს და კვირას „მილანი“ თუ მოიგებს, ოთხეულს 7 ქულით დასცილდება.

საქმეები კარგად არც მეორე დედაქალაქურ გუნს, „ლაციოს“ მისდის. „არწივებბმა“ „სამპდორიას“ უმასპინძლეს და მთავარი მოვლენები აქაც მატჩის ბოლოს განვითარდა. მანამდე, 21-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ, რომელიც ასაკის მიუხედავად, დიდებულ ფორმაშია „სამპა“ დააწინაურა და ლიგურიელები სასურველ ანგარიშს 79-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. თუმცა, „ლაციომ“ ფრანჩესკო აჩერბის გოლით გაათანაბრა.

მერე იყო მსაჯის კომპენსირებული დრო, როდესაც ვიდეორეფერის მეშვეობით სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ჩირო იმმობილე მივიდა ბურთთან და გაიტანა. ეს მეხუთე დამატებულ წუთზე მოხდა და თითქოს გამარჯვებას ნიშნავდა და სიმონე ინძაგიმაც ამოისუნთქა. თუმცა ვინაიდან პენალტის დანიშვნის ეპიზოდმა დრო წაიღო, მსაჯმა თავისივე დამატებულ 5 წუთს კიდევ დაამატა და საბოლოოდ გუნდებმა 99 წუთი ითამაშეს... სწორედ 99-ე წუთზე „სამპდორიამ“ რიკარდო საპონარას ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა და გენუაში ქულით დაბრუნდა. „ლაციო“ კი „მილანს“ გაუთანაბრდა, მაგრამ „როსონერის“ ამ ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს, სახლში „ტორინოსთან“.

„ნაპოლი“ – „ფროზინონე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (7), 2:0 უნასი (33), 3:0 მილიკი (68), 4:0 მილიკი (84)

„კალიარი“ – „რომა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კრისტანტე (14), 0:2 კოლაროვი (41), 1:1 იონიტა (84), 2:2 საუ (90)

„ლაციო“ – „სამპდორია“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კვალიარელა (21), 1:1 აჩერბი (79), 2:1 იმმობილე (90, პენ), 2:2 საპონარა (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109286