სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:28 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: ევროპა ლიგის საგზური "ჩიხურას" ერგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის ბოლო ტურის სამი შეხვედრა უკვე დასრულდა. შედეგად, ერთადერთ კითხვასაც, რომელიც არსებობდა, პასუხი გაეცა - ევროპა ლიგის საგზურის „ჩიხურამ“ მოიპოვა.

საჩხერელთა კონკურენტი გორის „დილა“ გახლდათ, რომელსაც ამ ტურამდე ერთი ქულით უსწრებდა. ივანწმინდაში „ჩიხურამ“ „სიონი“ მიიღო, ხოლო „დილა“ თბილისში, „დინამოს“ ეწვია. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ორივე გუნდმა გაიმარჯვა, მაგრამ მხოლოდ „ჩიხურამ“ გაიხარა.

იმერლებმა „სიონს“ პირველივე ტაიმში გაუტანეს ორი გოლი და კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. დუბლი შეასრულა გიორგი გაბედავამ, რომელმაც ჯერ პენალტი გამოიყენა, მერე ვარდნაში იხეირა. მისთვის ძალზე მნივნელოვანი გოლები გამოდგა და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ გეტყვით. რაც შეეხება თამაშს, მართალია, ბოლოსკენ ლეჟავამ პრესტიჟის გოლი შეაგდო, მაგრამ „ჩიხურამ“ 2:1 მოიგო, 64 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზე გავიდა.

პარალელურად, გორის „დილამ“ „დინამოსთან“ ბოლომდე იბრძოლა და თავისი გასაკეთებლი გააკეთა, მაგრამ მისდა საუბედუროდ, „სიონმა“ საჩუქარი ვერ გაუკეთა. გორელებმა მიკოლა კოვტალიუკისა და გიორგი გადრანის, ყოფილი დინამოელების გოლებიტ იმარჯვეს. აკაკი შულაიას თავური კი მხოლოდ პრესტიჟისღა გამოდგა. „დილამ“ 63 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროზონამდე კინკილა ქულა დააკლდა. „დინამო“ კი მეორე ადგილით იჯერებს გულს.

და ბოლოს, ჩემპიონმა „საბურთალომ“ სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ეს ადვილად პროგნოზირებადიც იყო, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე „სამტრედია“ ძალიან ცუდ ფორმაშია. დედაქალაქელებმა ადვილად, 4:1 მოიგეს. აღსანიშნავია, დავით თარგამაძის გოლი. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხანგრძლივი პაუზის მერე მოახერხა თავის გამოჩენა.

რაც შეეხება გაბედავას გოლებს. ბმბარდრითა დავაში ამ ტურამდე არაფერი იყო გარკვეული. ბუდუ ზივზივაძეს 22, ხოლო გაბედავასა და კოვტალიუკს 20-20 გოლი ჰქონდათ გატანილი. ისე მოხდა, რომ წელს თანაბომბარდირები გვყავს - ზივზივაძემ და გაბედავამ სეზონი 22-22 გოლით დაასრულეს, კოვტალიუკის მაქსიმუმი 21 გოლი გამოდგა და მესამე ადგილს დასჯერდა...

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის სეზონი დღეს ორი მატჩით დასრულდება. „ლოკომოტივი“ – „რუსთავს“, ხოლო „ტორპედო“ – „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

აქვე შეგახსენებთ, ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა, ევროპა ლიგის საგზური კი „დინამოს“, „ტორპედოსა“ და „ჩიხურას“ ერგოთ. გავარდა ფოთის „კოლხეთი“, ხოლო პლეი-აუტში „სამტრედია“ „ვიტ ჯორჯიას“, „სიონი“ კი „გაგრას“ შეხვდება. ორრაუნდიანი დაპირისპირებები 12 და 15 დეკემბერს გაიმართება.

„სამტრედია“ – „საბურთალო“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ვოლკოვი (7), 0:2 ტატანაშვილი (15), 0:3 კოხრეიძე (63), 0:4 თარგამაძე (72), 1:4 ენდელაძე (79)

„დინამო“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (18), 0:2 გადრანი (57), 1:2 შულაია (58)

„ჩიხურა“ – „სიონი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (16, პენ), 2:0 გაბედავა (31), 2:1 ლეჟავა (85)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109786
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X