ფეხბურთი

13:57 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: "ჩვენთვის საპატიოა ლიბერტადორესის თასის ფინალის მასპინძლობა"

მადრიდის „რეალის“ არგენტინელი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი ლიბერტადორესის თასის ფინალის („რივერი“ – „ბოკა“) მადრიდში ჩატარებით ამაყობს. თუმცა, მეორეს მხრივ, წუხს, რომ ეს თამაში ბუენოს აირესში არ ტარდება.

„რეალისთვის და ჩვენი სტადიონისთვის საპატიოა ლიბერტადორესის თასის ფინალის მასპინძლობა, რომელშიც არგენტინის ორი საუკეთესო გუნდი შეხვდება ერთმანეთს. მაგრამ, არ შემიძლია იგნორირება გავუკეთო იმ ფაქტს, რომ ფინალი ბუენოს აირესიდან ასე შორს იმართება. ვწუხვარ, რომ ბევრი გულშემატკივარი მა მატჩს ვერ დაესწრება“, - აღნიშნა სოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთა პირველი თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ჯერ კიდევ 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ „რივერის“ ფანების გამო თამაში არ შედგა. საბოლოოდ კი, კონმებოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინალი მადრიდში ჩაეტარებინა.

აქვე გეტყვით, რომ სანტიაგო სოლარის პროფესიონალური კარიერა სწორედ "რივერ პლეიტში" დაიწყო, რომლის ღირსებას 1996-1998 წლებში იცავდა. რაც შეეხება ფინალს, 9 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112959