ფეხბურთი

22:15 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს და "აიაქსის" მოლაპარაკება დე იონგის ტრანსფერზე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" საყრდენი ნახევარმცველი, 21 წლის ფრენკი დე იონგი უახლოეს მომავალში "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც De Telegraaf-ი იუწყება, ამსტერდამს პარიზული კლუბის დელეგაცია ეწვია და პსჟ-ს და "აიაქსის" სპორტულმა დირექტორებმა ანტერო ენრიკემ და მარკ ოვერმარსმა მოლაპარაკება გამართეს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ფრანგულ გრანდს 75 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ფეხბურთელის გადაბირებით "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" არიან დაინტერესებულნი.

ფრენკი "აიაქსის" პირველი გუნდის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში დე იონგს ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ასევე, ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე წლის ზაფხულის შემდეგ 7-დან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128461