ფეხბურთი

23:06 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" ჰოლდინგი 9 თვე ვერ დაეხმარება

ლონდონის „არსენალის“ მცველი რობ ჰოლდინი მძიმე დაშავდა. ინგლისელმა მცველმა ტრავმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერთან“ შეხვედრაში მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ჰოლდინგს ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ამის გამო მოედანზე 6-დან 9 თვემდე ვერ გავა. შესაბამისად, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

23 წლის რობ ჰოლდინგმა ყველა ტურნირის ჩათვლით „არსენალის“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა.

0.133192