ფეხბურთი

16:42 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "მართლა გჯერათ, რომ ზიდანი "მანჩესტერს" კრიზისიდან გამოიყვანს?"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პოლ სქოულზი ზინედინ ზიდანის „ოლდ ტრაფროდზე“ მუშაობის წინააღმდეგია. ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, ფრანგმა „რეალში“ წარმატებას ფეხბურთელების წყალობით მიაღწია.

„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მოურინიოს შემდეგ ზიდანი საუკეთესო არჩევანია? ზიდანი „რეალში მივიდა და გაიმაჯვა გუნდთან ერთად, რომელიც უკვე შედგებოდა დიდი ფეხბურთელებისგან.

სამუშაო, რომელიც „მანჩესტერშია“ შესასრულებელი, სრულიად განსხვავებულია. არ ვამბობ, რომ მას გაუჭირდება გამარჯვება, მაგრამ „წითელ ეშმაკებს“ სხვანაირი მუშაობა სჭირდებათ“, - აღნიშნა სქოულზმა.

მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიდინარეობს. ჟოზე მოურინიომ გათავისუფლების შესახებ რომ არ დაიწეროს, კვირა არ გავა. თუმცა, პორტუგალიელი დღემდე ინარჩუნებს სამსახურს. მის მთავარ მემკვიდრედ კი, სწორედ ზიდანი სახელდება.

„იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ 23 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 18 ქულით ჩამორჩება.

0.121626