ფეხბურთი

17:04 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "დიდი ფეხბურთელებს პრემიერლიგაში თამაში უნდათ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ფიქრობ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. ბრაზილიელმა იუთუბის არხზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

სწორედ აქ მოუწია ნეიმარს პრემიერლიგის შესახებ კომენტარი გაკეთება:

„პრემიერლიგა? ეს დიდი ტურნირია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა დიდი ფეხბურთელის სურვილია ინგლისის ჩემპიონატში ერთხელ მაინც ითამაშოს“, - განაცხადა ნეიმარმა.

0.116538