ფეხბურთი

20:27 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "ეს აღიარება ამტკიცებს იმას, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები არაა!"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „ოქროს ბურთის“ მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები არაა.

„სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ეს ჯილდო მოიგე, მაგრამ არავის არაფერი უჩუქებია. ეს აღიარება ნიშნავს, რომ ადამიანებმა იციან, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და ისევ გოლები არაა.

გრძელი და რთული გზა გავიარე, მაგრამ ეს სიხარულს მანიჭებს ამ მომენტში, რადგან ყველა ჯილდო, ფიფას პრიზი და ახლა „ოქროს ბურთი“ საჩუქრად არ მიმიღია. ყოველთვის ვმუშაობ ჩემი მიზნების მისაღწევად და მოხარული ვარ, რომ ხალხმა აღიარა ჩემი შრომა.

სიმართლე გითხრათ, გამარჯვება ძალიან მინდოდა. ზედიზედ სამჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ხორვატიაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ეს რაღაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა მოდრიჩმა GQ-ს საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო და პირველი ხორვატი გახდა, რომელიც „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109733