ფეხბურთი

17:40 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "იტალია ევრო 2020-ის მოსაგებად მზად უნდა იყოს"

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ორი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს.

„ევრო 2020-სთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის ნაკრები ვადებულია ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად მზად იყოს, რადგან ჩემს გუნდში კარგი ფეხბურთელებია“, - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოსნიას, საბერძნეთს, ფინეთს, სომხეთსა და ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099734