ჩოგბურთი

15:51 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ რევანშის აღება ვერ მოახერხა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ სოლაპურში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

ბოლქვაძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, 3 მატჩის მოგების შემდეგ კი, მერვედფინალურ ეტაპზე პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს გადაეყარა და 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა გასულ კვირას პუნეს 25-ათასიან ტურნირზე იმავე ზიდანსეკთან წააგო, ამდენად, რევანშის აღება ვერ მოახეხა.
ცნბისთვის, მიმდინარე რეტინგში 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი 355-ეა, ხოლო მისი თანატოლი სლოვენიელი 86-ე ადგილზე გახლავთ.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.148815