ფეხბურთი

12:23 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

125 წლის შემდეგ „სიტიმ“ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

პრემიერლიგის მე-15 ტურში „სიტიმ“ „უოტფორდი“ 2:1 დაამარცხა. 15 ტურის შემდეგ მანჩესტერულ კლუბს 45 გატანილი და 7 გაშვებული ბურთი დაუგროვდა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა „სიტისთვის“ +38, რაც ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში 125 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია, აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

1892/93 წლების სეზონში „სანდერლენდს“ 15 ტურის შემდეგ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა +39 იყო.

„სიტი“ 13 მოგებით და 2 ფრით პრემიერლიგას 41 ქულით ლიდერობს.

თეგები„სიტი“
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109418