ფეხბურთი

20:15 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ისკოს 700 მილიონად შეელევა

მადრიდის „რეალიდან“ ისკო ალარკონის შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ. სანტიაგო სოლარი ესპანელ ფეხბურთელს არ სწყალობს და მისი გუნდში მისვლის შემდეგ, ისკო ძირითად შემადგენლობაშიც ერთხელაც არ მოხვედრილა.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვერსია, რომ 26 წლის ფეხბურთელი მადრიდის ზამთარში დატოვებდა.

თუმცა, ესპანური გამოცემა Ok Diario საპირისპიროს ამტკიცებს და წერს, რომ „სამეფო კლუბი“ ისკოს იანვარში მხოლოდ და მხოლოდ 700 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. იმ თანხად, რომელიც კონტრაქტში გამოსასყიდად უწერია.

შესაძლოა ზაფხულამდე სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ „რეალის“ განზრახვაა, რომ ისკო კონტრაქტის ბოლომდე, 2022 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნოს.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110978