ჭიდაობა

16:40 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი ჩატარდება

6-7 დეკემბერს, თბილისში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი გაიმართება. გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში, მედლებისთვის ბრძოლაში 2002-2003 წლებში დაბადებული სპორტსმენები ჩაებმებიან და 10 წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.

შეჯიბრება 6 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 7 დეკემბერს შედგება.

მიხეილ სალაძე მსოფლიოს ჩემპიონი 1981 წელს გახდა და ამასთან, დასახელდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავედ. იმავე წელს დაეუფლა მსოფლიოს თასს. არის მსოფლიო უნივერსიადის 3-გზის, საბჭოთა კავშირის 4-გზის და არაერთი სართაშორისო ტურნრირის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის 2-გზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 2013 წელს კი მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135391