თამაშგარე

12:30 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარინა ლინჩუკი - ლამაზმანი ბელორუსული ფესვებით

საბჭოთა კავშირში შობილი და ამერიკაში ემიგრანტების ოჯახში აღზრდილი წარმოშობით ბელორუსი მოდელი, მარინა ლინჩუკი დღეს ფეშენ-მოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები “გუჩის“ სახეა და ამერიკული ბულვარული ჟურნალების გარეკანები დიდი ხანია დაპყრობილი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ავღნიშნეთ, 31 წლის მოყრილმა მარინამ ცხოვრების აბსოლუტურად დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა, თავის ბელორუსულ წარმოშობას მუდამ ხაზს უსავამს და ამ ცოტა ხნის წინ, მშობლიურ ქალაქ გომელში პატარა სახლიც კი შეუძენია.

ცნობილ მოდელს ბელორუსიდან ჭადრაკის დიდი სიყვარულიც გაჰყვა. მამამისი პროფესიონალი მოჭადრაკე ყოფილა და სხვა მრავალი მოდელისგან განსხვავებით, უპირატესობას სპორტის ამ ინტლექტუალურ სახეობას ანიჭებს. ეს მარინა ლინჩუკის სამოდელო საქმის ამერიკელ მენეჯერებს ძალიანაც მოსწონთ და ამ ნიუანსზე მუდმივად აპელირებენ.

Loading...
0.110673