ფეხბურთი

10:54 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რუმენიგე იყო“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვობაში მიუნხენური კლუბის დიდი ქომაგი იყო განსაკუთრებით კი კარლ-ჰაინც რუმენიგე მოსწონდა.

„ბავშვობაში „ბაიერნის“ დიდი გულშემატკივარი გახლდით. ვცდილობდი არცერთი მატჩი გამომეტოვებინა ტელევიზორში. განსაკუთრებით კი კარლ-ჰაინც რუმენიგე მომწონდა და მოხარული ვარ, რომ დღეს მასთან ერთად ვმუშაობ.“ დსძინა კოვაჩმა.

კოვაჩის“ბაიერნს“ წლეულს მთლად კარგად ვერ მისდის საქმეები. მე-13 ტურის შემდეგ, 24 ქულით ბავარიელები მათთვის შეუფერებელ მე-4 ადგილზე არიან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119144