საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, გუშინ France Football-ის გამოკითხვაში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ირგუნა და შემდეგ განაცხადა, რომ ყველა არსებული პრიზის მოგებას შეეცდბა.
„ამ ჯილდომ უფრო მშიერი გამხადა. შემდეგი მიზანი კი არსებული ყველა ჯილდოს მოგებაა.“ - უთხრა კილიანმა Bleacher Report-ს.
შეგახსენებთ, რომ წლეულს, 19 წლის მბაპე, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.
მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა 135 მილიონ ევროდ.