ფეხბურთი

0:23 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ის სისტემას მიმდინარე სეზონში გამოიყენებენ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვიდეორეფერის ტექნოლოგიას (VAR) ოფიციალურად გამოიყენებენ. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ეს მერვედფინალური ეტაპიდან მოხდება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც გააკეთა:

„მზად ვართ გამოვიყენოთ VAR-ი იმაზე ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო. მიგვაჩნია, რომ ეს შეჯიბრზე კარგად აისახება და მსაჯებს დაეხმარება არასწორი გადაწყვეტილებების შემცირებაში“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერი წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და გარდა ამისა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც გამოიყენეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121037