ფეხბურთი

13:40 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ირლანდიის დამარცხების დროა!"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. სლოვაკმა სწორედ ირლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, საქართველომ მიკ მაკარტის გუნდი დაამარცხოს.

„დროა ირლანდიის ნაკრები დავამარცხოთ, ისტორიაში პირველად. ვიმედოვნებ, ასე მოხდება. ჩვენ მოვიგეთ ერთა ლიგის D დივიზიონი და იმედი გაჩნდა.

დიდ პატივს ვცემთ დანიისა და შვეიცარიის ნაკრებებს, ისინი ფავორიტები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა.

მარტინ ონილი ჩემი კარგი მეგობარია. თუმცა, ფეხბურთი ცხოვრებას გავს, ზოგჯერ ცვლილება და სიახლე საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ირლანდიისთვის, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს. მას დიდი გამოცდილება აქვს პრემიერლიგაში და რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებში მუშაობის.

ჩვენ კი, ყოველთვის ვცდილობთ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს Irish Mirror-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 23 მარტს თბილისში, შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს, ხოლო მეორე ტურში 26 მარტს, ირლანდიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114027